Home
Category
TV Live Menu

ქობულეთში, საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის მოწყობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება

583455ae417b0
BM.GE
22.11.16 18:25
942
აჭარის მთავრობის აპარატში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ეკონომიკურ საბჭოზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ეკონომიკური საბჭოს წევრ მინისტრებს ქობულეთის ნაგავსაყრელის პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა . მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ცეცხლაურის ნაგავსაყრელის ტერიტორის განსახლების გეგმაზე მუშაობა დასრულებულია. გეგმის მიხედვით კომპენსაციის გაცემა დადგენილი საბაზრო ფასების მიხედვით მოხდება. სამუშაოების საწარმოებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის მოწყობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საინდანაც 3 მილიონი ევრო EBRD-ს იაფი სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) გრანტი.

ნაგავსაყრელის პროექტი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას/კონსერვაციას მოიცავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day