Home
Category
TV Live Menu

ქობულეთში წარმოებული მანდარინის კონცენტრირებული წვენი იაპონიაში, ისრაელსა და ჰოლანდიაში იყიდება

59143a1b8001e
სალომე მეცხვარიშვილი
11.05.17 14:13
811
ქობულეთში წარმოებული მანდარინის კონცენტრირებული წვენი იაპონიაში, ისრაელსა და ჰოლანდიაში იყიდება. მანდარინის მშრალ წვენს Georgian Industrial Asset Management Group აწარმოებს.

კომპანიის ხელმძღვანელი რევაზ გოგიტიძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში ნატურალური წვენების წარმოებასაც იწყებენ. ამჟამად კომპანია შესაბამის დანადგარს არჩევს. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დანადგარების ჩამოტანასა და მონტაჟს 6 თვე დასჭირდება. კომპანია ნატურალური წვენების გამოშვებას, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისისთვის დაიწყებს. GIAM ჯგუფი ძირითადად ციტრუსების წვენების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული, საუბარია ფორთოხალზე, მანდარინსა და ლიმონზე.

"ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, თუ თურქეთს არ ჩავთვლით, არ არის ქარხანა, რომელიც ღებულობს და ამუშავებს ციტრუსს. ჩვენ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ ამ მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ კონკურენტი ვერც ფასის და ვერც ხარისხის მიმართულებით ვერ გვეყოლება",- აცხადებს რევაზ გოგიტიძე.

წარმოების გაფართოებისთვის კომპანიას 1,5 მილიონი ევრო დასჭირდება, რომლის მობილიზებასაც კომპანია სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მეშვეობით აპირებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day