რამდენიმე თვეში "ინოვაციების შესახებ" კანონს ახალი მუხლი დაემატება, რაც სტარტაპებისთვის ე.წ "ქრაუდფანდინგის" დაფინანსების სისტემის ამოქმედებას გულისხმობს. როგორც "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" ხელმძღვანელმა, ირაკლი ქაშიბაძემ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, ეს შექმნის შესაძლებლობას სხვადასხვა მცირე ინვესტორების მხრიდან IT სისტემის პრინციპით მოხდეს თანხების პროექტებში მოზიდვა.
"ინვესტიციის განხორციელება იქნება შესაძლებელი პირდაპირ ინტერნეტის საშუალებით. ფაქტობრივად უზრუნველყოფილი იქნება სტარტაპებს გაუჩნდეს ბევრი თანადამფინანსებელი. ასევე, მოხდეს არამხოლოდ მსხვილი ბიზნესის მხრიდან პროექტების ხელშეწყობა, არამედ მცირე ინვესტორებიც გაჩნდნენ საქართველოში, რაც პროექტის წარმატების შემთხვევაში უკუგებას მისცემს მცირე ინვესტორებს", - აბობს ირაკლი ქაშიბაძე.
რაც შეეხება "ვენჩურულ ფონდს", როგორც ქაშიბაძე ამბობს, აღნიშნული მიმართულებით აქტიურად უკვე მიდის მუშაობა.
"მთავარი ამოცანაა ის, რომ სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორიც ჩაერთოს სტარტაპების ხელშეწყობაში. მოხდეს გაერთიანება რესურსებისა და ინვესტიციების გაერთიანება სტარტაპების დასაფინანსებლად’’-აცხადებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი.
მისი თქმით, პროექტები დამუშავების ეტაპზეა და შესაბამისი ცვლილებები "ინოვაციების შესახებ" კანონში სავარაუდოდ წლის ბოლომდე შევა.