საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ქრისტინ ლაგარდმა გერმანულ Deutsche Bank-სა და სხვა ბანკებს მომგებიანობის შესანარჩუნებლად, თავიანთი ბიზნეს მოდელების გადახედვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან Bloomberg Television -თან ინტერვიუში განაცხადა.
ლაგარდმა გერმანულ ბანკს ასევე აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებისკენ მოუწოდა, რომელიც Deutsche Bank-სგან ყველა სარჩელის გაუქმებისთვის 14 მილიარდიან ჯარიმის გადახდას მოითხოვს.
"ცუდი და მშვიდობიანი გარიგება ყოველთვის უკეთესია, ვიდრე სასამართლო პროცესი", - განაცხადა ლაგარდმა.