Home
Category
TV Live Menu

ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს

58d37af3599bd
BM.GE
23.03.17 11:21
840
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, "სურსათის ეროვნული სააგენტოს" კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქრთამის სანაცვლოდ, არ განახორციელა დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ - ცხოველის საკვები უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინარულ - სანიტარული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობები (ფორმა #2). საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 -დან 9 წლამდე ვადით.

Subscribe to our news

Get the main news of the day