Home
Category
TV Live Menu

ქუმსიშვილი აქციზის შესაძლო ზრდაზე: "შემოსავლების მობილიზაცია არის საჭირო და სავალდებულო"

583572a666fe2
BM.GE
23.11.16 14:43
1236
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი დიმიტრი ქუმსიშვილი არ აკონკრეტებს, გაიზრდება თუ აქიზის გადასახადი. აქციზის განაკვეთის შესაძლო ზრდაზე ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეჰშომ საქართველოს მთავრობას ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად ან ხარჯების შემცირება ან გადასახადების გაზრდა ურჩია.

საქართველოში კი, რეფერენდუმის გარეშე გადასახადების გაზრდის უფლება მთავრობას არ აქვს, გარდა აქციზის განაკვეთისა. ამიტომ "ბიზნესკონტრაქტმა" დიმიტრი ქუმსიშვილს ჰკითხა - "ხომ არ იგეგმება აქციზის განაკვეთის ზრდა".

მინისტრობის კანდიდატმა კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა.

"შემოსავლების მობილიზაცია არის საჭირო და სავალდებულო. ჩვენ გვჭირდება შემოსავლები იმისთვის, რომ ეკონომიკის ზრდისთვის აუცილებელი პროექტები დავაფინანსოთ. ქვეყნის 4-პუნქტიან გეგმაში ძირითადად ეკონომიკის ზრდისთვის მასტიმულირებელი პროექტები გვაქვს. შესაბამისად,, იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელიც მობილიზებას ხელს შეუწყობს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day