Home
Category
TV Live Menu

ქუმსიშვილი: ჩემი პოზიციაა, რომ ზედამხედველობის სამსახური უნდა დარჩეს ეროვნულ ბანკში

574d656759dc0
BM.GE
31.05.16 14:18
1261
ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თვლის, რომ ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკში უნდა დარჩეს. როგორც დღეს ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, ეს მისი პოზიცია და დამოკიდებულებაა აღნიშნული საკითხის მიმართ.
 
"ეს არის ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება, რომელიც არც ადრე დამიმალავს. დღეს ეს საკითხი იხილება საკონსტიტუციო სასამართლოში. თუცა მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება და ჩემი პოზიცია რომ ზედამხედველობის სამსახური უნდა დარჩეს ეროვნულ ბანკში, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრმა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა, რომ ფინანსური ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში უნდა დარჩეს და აღნიშნული საკითხი "ამოწურულია და მასზე ყველა თანხმდება".

Subscribe to our news

Get the main news of the day