Home
Category
TV Live Menu

ქუმსიშვილი იმ შენობებს ასახელებს, სადაც ეკონომიკის სამინისტრო გადანაწილდება

5a2fb988b33d5
თელარა გელანტია
12.12.17 15:10
847
საქართველოს ეკონომიკის და მდგარდი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა ექნება.

 ქუმსიშვილმა „საქმის კურსს“ განუცხადა, რომ უწყებას ახალი შენობა სავარაუდოდ, 2-2,5 წელიწადში ექნება.

"ახლა ეკონომიკის სამინისტრო განთავსებულია იჯარით აღებულ შენობაში. ერთი შენობა გამოთავისუფლდა, რომელშიც იყო დაზვერვის სამსახური. შესაბამისად, აღნიშნული ფართის გამოყენება გვინდა. ასევე, გვინდა გამოვიყენოთ ენერგეტიკის სამინისტროს ფართი. გარდა ამისა, ვნახავთ, კიდევ ოპტიმიზაციის შედეგად რის შესაძლებლობას მივიღებთ, რომ დავზოგოთ ხარჯები. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროს შენობა აუშენდება და შემდგომ უკვე ყველა მოვიყრით ერთად თავს, ორი თუ ორნახევარი წლის შემდეგ, როცა მშენბელობა დასრულდება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის: ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობა, ორთაჭალაში აშენდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day