"ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფინანსების მოზიდვა, რომელიც არის შესაძლებელი, რომ მოვიზიდოთ იმისათვის, რათა ჩვენს ქვეყანაში გარემოს მდგომარეობა და შესაბამისად ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს“, - განცხადება ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში მიმდინარე "გარემო ევროპისათვის" მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალზე გააკეთა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიების ქვეყანაში ჩატარება მნიშვნელოვანია.
"დღეს მინისტერიალზე იხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის მწვანე ეკონომიკის განვითარება, როგორიც არის მდგრადი ეკონომიკის განვითარება, ასევე, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვა. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნების, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე და, რა თქმა უნდა საკითხები, რომელიც იქნება დღეს განხილული მინისტერიალის მიმდინარეობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შემდგომში ისინი უნდა აისახოს იმ სტრატეგიებში, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია და იმ სამოქმედო გეგმებში, რაც უკვე ყველა ჩვენგანის კეთილდღეობასა და ცხოვრების შესაბამის გარემოზე უნდა აისახოს.
მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც ევროპიდან, ასევე OECD-ის ქვეყნებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფინანსების მოზიდვა, რომელიც არის შესაძლებელი, რომ მოვიზიდოთ იმისათვის, რათა ჩვენს ქვეყანაში გარემოს მდგომარეობა და შესაბამისად ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.