სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია აგრო მოტორსი ქვეყანაში 2013 წლიდან ოპერირებს და ქართველ ფერმერებს უკეთესი ხარისხისა და რაოდენობის მოსავლის მიღებაში ეხმარება. აგრო მოტორსი ამერიკული ბრენდის - „ჯონ დირის“ ოფიციალური დილერია საქართველოში, რომელის ადგილობრივ ბაზარს მათ მიერ წარმოებულ ტრაქტორებს, კომბაინებსა თუ სხვადასხვა ტიპის ფერმერის აღჭურვილობას სთავაზობს.
რა შედეგს იძლევა თანამედროვე ტექნოლოგიები და რა გეგმები აქვს კომპანიას ქართულ ბაზარზე, როგორ ფასდება მათი მხრიდან სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პოლიტიკა?