„ჯანდაცვის სისტემის რესურსები ამოწურვადია რაც ყველაზე დიდი რისკია“ - ეს განცხადება გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ და პასუხისმგებლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა, რომ საქართვლოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში დიდი ალბათობით ინფიცირებულების ზრდის ტენდნეცია გაგრძელდება. რა რესურსი აქვს დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე ქვეყნის სისტემას?