Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"არემჯიმ" Green Business Forum 2022-ზე კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია წარადგინა

BM.GE
26.07.22 10:43
210
სასტუმრო ჰილტონმა მედია ჰოლდინგ The financial-ის მიერ ორგანიზებულ green business forum 2022-ს უმასპინძლა. შეხვედრაზე კომპანიებმა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, მწვანე ეკონომიკისა და ნარჩენების სწორი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ კომპანია არემჯი green business forum-ის რიგით მეექვსე სპონსორია. არემჯიმ თანამშრომლობის ფარგლებში ღონისძიებაზე ბოლნისური ღვინოებიც წარადგინა, რითაც გაერთიანება ბოლნისურ ღვინოს კიდევ ერთხელ გაუწია პოპულარიზაცია. ინფორმაციისთვის გეტყვით იმას, რომ green business forum პრეზენტაციების ღონისძიებაა რომლის მიზანი კომპანიების გარემოსდაცვითი პოლიტიკის, პროექტებისა და მათი შედეგების წარმოჩენაა.

Subscribe to our news

Get the main news of the day