"ბიოგრაფი" - ახალი დეველოპერული კომპანია საქართველოში
BM.GE
11.05.23 14:59
• 215
ვისოლ ჯგუფი ბიზნესის დივერსიფიკაციას განაგრძობს და საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე ბიოგრაფის ბრენდით ახალი კომპანია დააფუძნა, რომლის პრეზენტაციაც გუშინ, რუსთაველის თეატრში გაიმართა. ვისოლ ჯგუფის მიერ დაფუძნებული დეველოპერული კოპმანია მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ვაჟა-ფშაველას, ქეთევან დედოფლისა და წერეთლის გამზირებზე 3 მრავალფუნქციურ შენობას ააშენებს, რომელთა ჯამური ინვესტიციაც 300 მილიონი დოლარი იქნებ. პირველი პროექტის - საკენის მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები ვაჟა ფშაველას 25-ნომერში უკვე დასასრულს მიუახლოვდა და მშენებლობა სულ მალე დაიწყება. როგორც ვისოლ ჯგუფში აცხადებენ, ბიოგრაფის მიზანი ურბანული განახლება და საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვაა.