Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბიზნეს დიალოგი“ - ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში გრძელდება

BM.GE
21.11.22 10:17
150
ქართული ბანკების ლოკალური სიახლეებიდან კამპანიის ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ ფარგლებში, ლიბერთი ბანკი აგროსექტორის და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს. ამჯერად, ლიბერთი პარტნიორებთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შიდა ქართლის რეგიონის აგროსექტორის და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ,,ბიზნეს დიალოგის” სპიკერებმა, ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“, მერსი კორფსისა და ,,ნიუ ვიჟენ“ დაზღვევის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს მოქმედ კომპანიებს ხელს შეუწყობს, საკუთარი ბიზნესი კიდევ უფრო გაზარდონ. შეხვედრისას ლიბერთიმ შესაძლებლობებთან ერთად პარტნიორებს და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს მომავალში დაგეგმილი სამომავლო პროექტებიც გააცნო. ლიბერთიში აცხადებენ, რომ ამ მხრივ იდეების ურთიერთგაზიარება ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს. ლიბერთი ბანკის ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ რეგიონული შეხვედრების სერიაა, რომლის ფარგლებშიც, პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში ტარდება შეხვედრები აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან.

Subscribe to our news

Get the main news of the day