"დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის" - ინიციატივა საქართველოში მეექვსედ ჩატარდა
BM.GE
04.04.23 12:17
• 87
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ორგანიზებულ ინიციატივაში, სახელწოდებით “დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის” საქართველოს საფონდო ბირჟა წელს მეექვსედ მონაწილეობს. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ქალები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროცესში არაერთ ბარიერს აწყდებიან, რადგან ხშირად, მათ არც ქონებაზე მიუწვდებათ ხელი და არც ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის საჭირო ცოდნა აქვთ. თავისთავად ეს, სისტემურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. რა მდგომარეობაა ქართულ ეკონომიკაში? რამდენად დიდია სხვაობა ქალებისა და კაცების ანაზღაურებას შორის და როგორ აფასებენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები საქართველოს მიერ ბოლო წლებში განვლილ პროგრესს?