ქვეყანაში დიზელის ტიპის საწვავი ბოლო ერთ თვეში 25%-30%-ით გაძვირდა, არადა ამის პარალელურად ფერმერებმა მოსავლის აღება დაიწყეს, რაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დიზელის საწვავია, რითაც ფერმერები შესაბამის ტექნიკას ამუშავებენ. როგორია მოლიდინები დიზელის საწვავის ფასთან მიმართებით და რას ამბობენ თავად ფერმერები, იქონიებს თუ არა გაზრდილი ხარჯები პროდუქციის სარეალიზაციო ფასზე გავლენას?