Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია დააგვიანა"

BM.GE
08.03.22 15:52
393
ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება ამ დროისთვის 3.43 თეთრია. რაც შეეხება ოფიციალურ კურსს ამ დროისთვის ის 3.4 ლარია. გუშინ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ლარის გაუფასურება ემოციური ფონით ახსენეს. ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ ლარის კურსზე გავლენას ემოციური ფაქტორი ახდენს და რაიმე ობიექტური მიზეზი არ არსებობს. ლევან დავითაშვილმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. “ეს არის ის ემოციური ფონი, რომელიც ეკონომიკაში გადადის” - დარწმუნებული ვარ კოორდინირებულად, მათ შორის მთლიანად საზოგადოება, რადგან ამას მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები, ან მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს, მოვახერხებთ იმას, რომ ლარი თავის წონასწორობის ნიშნულ ნახავს. ეს მერყეობა დასტაბილურდება და ლარის კურსი მშვიდ რეჟიმში იქნება“, - განმარტა მინისტრმა. არის თუ რა ეს მხოლოდ ემოციური ფონი?

სტუმარი: ირაკლი ჟვანია - ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის „ქუდოს ჯორჯია“-ს მმართველი პარტნიორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day