შაბათს ფარმაცევტული ასოციაციის რიგით მე-5 ყრილობა გაიმართა, სადაც სექტორის გამოწვევებზე მსჯელობასა და ამ პრობლემების გზების ძიებასთან ერთად, ასოციაციის გამგეობის წევრებიც აირჩიეს. ყრილობას ამ სექტორის ყველა ბლოკის წარმომადგენლები - ფარმაცევტები, ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა და ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციები და მრავალი სხვა ესწრებოდნენ. უშუალოდ, რაზე იმსჯელეს ყრილობაზე და რა იყო მისი ჩატარების მიზანი?