Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"FDI გრანტის" პირველი ბენეფიციარი ამერიკული IT კომპანია გახდა

BM.GE
10.11.22 23:02
164
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ამერიკულ კომპანია „Linate”-ს შორის FDI გრანტის ხელშეკრულება გაფორმდება. შეთანხმების თანახმად, ამერიკული კომპანია 700 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს საქართველოში და მინიმუმ 50 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. Lineate პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომლის ოფისები 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი, აქედან ერთ-ერთი საქართველოა. Lineate საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე 60-მდე ადამიანს ასაქმებს. Lineate პირველი კომპანიაა რომელიც უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმით, FDI გრანტით ისარგებლებს და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების შემდეგ კომპანია ინვესტირებული თანხის 15%-ს გრანტის სახით დაიბრუნებს.

პროგრამის განახლება მიმდინარე წლის ივლისში მოხდა და IT სექტორი დაემატა. განახლებული პირობების მიხედვით ასევე გაიზარდა გრანტის ოდენობა და კვალიფიციური დარგების ჩამონათვალი, რამაც კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა პროგრამა უცხოელი ინვესტორებისთვის.

Subscribe to our news

Get the main news of the day