Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"GM Pharma" საერთაშორისო ფამრაცევტულ გამოფენაზე

BM.GE
15.11.21 12:11
334
9-12 ნოემბერს მილანში, საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა #CphIWorldWide 2021 იმართება, სადაც „GM Pharma“ საქართველოს ფარმაცევტული სექტორის ლიდერის სტატუსით იყო წარდგენილი. CPhI WorldWide არის გლობალური პლატფორმა, რომელიც მთელი მსოფლიოდან ათასობით ფარმაკოლოგსა და მომწოდებელს აერთიანებს. გამოფენის მიზანს, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენელი - როგორც მწარმოებელი, ასევე შემსყიდველი კომპანიებისთვის კორპერაციის ერთიანი სივრცის შექმნა წარმოადგენს. გამოფენაში კომპანიის მონაწილეობის მიზანს კი, მსოფლიოში ცნობილ ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავება ან ახლის წამოწყება წარმოადგენს. ინფორმაციისთვის, “GM Pharma” 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული ფარმაცევტული საწარმოა, რომლის უახლოეს სტრატეგიულ მიზანს ევრიოკავშირის ბაზარზე შესვლა წარმოადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day