"ჯითი მოტორსმა" აღმაშენებლის ხეივანზე ოფიციალურად გახსნა BMW -სა და MINI-ს შოურუმი. შოურუმი დროებითია და კომპანიას უფრო დიდი გეგმები აქვს. 2024 წელს ბრენდები სრულიად ახალ სივრცეში განსხვავებული კონცეფციის შოურუმში იქნება წარმოდგენილი. ამ მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციის მოცულობაც შთამბეჭდავია. შოურუმის გახსნა გუშინ ორ მნიშვნელოვან ღონისძიებად გაიყო. დღისით ოფიციალური ნაწილი, ხოლო საღამოს BMW -სა და MINI-ია ბრენდების მოყვარულებს კომპანიამ სრულიად ახალი მოდელები წარუდგინა.