"მაესტროს" საინფორმაციო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
"ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი მედიაორგანიზაციის მიერ, ოპერატიულობისა და რეიტინგის სახელით ადამიანის პირადი ცხოვრების ნებისმიერი ფორმით გამოყენება. "მაესტროს“ საინფორმაციო სამსახური თანაშრომლობას წყვეტს სააგენტო "ინტერპრესნიუსთან", - რომელმაც ფაქტის გაშუქებისას პირის იდენტიფიცირება დაუშვა", - ნათქვამია განცხადებაში.