ტერაბანკი ბიზნესების დახმარებას განაგრძობს. ამჯერად გურიაში, კერძოდ, ჩოხატაურში უნდა გადავინაცვლოთ, სადაც ბანკის და სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი კიდევ ერთი კომპანია უნდა გაგაცნოთ. საუბარია თხილის გადამმუშავებელ და საშრობ საწარმო მეგაგროზე, რომელიც ჩოხატაურში, 2021 წლის სექტემბერში აქმოქმედდა. საწარმოს თვეში დაახლოებით 200 ტონამდე თხილის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. მეგაგრომ საპილოტო რეგიონების განვითარების სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა და ტერაბანკის დახმარებით საწარმოსთვის საჭირო დანადგარები შეიძინა. შეჯამებისთვის, მეგაგრომ ტერაბანკში 2 წლის განმავლობაში პროცენტის სრული სუბსიდირებითა და 30%-იანი ქეშბექით ისარგებლა.