Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მესამე "ლოქდაუნს" ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს"

BM.GE
22.07.21 18:19
472
ეკონომიკის შეზღუდვაზე არც იფიქროთ - ასე მიმართა დღეს ქართული ოცნების დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს. ოცნების დეპუტატი მიიჩნევს, რომ მძიმე ეპიდემიურ ვითარებაში მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება და არა ეკონომიკის გაჩერება. მისი თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესება გაცილებით მძიმე შედეგებს გამოიწვევს. “ალტერნატივა იმას, რომ არ უნდა გაჩერდეს ეკონომიკა, არ აქვს. ჩვენ არ უნდა შევზღუდოთ ეკონომიკა. ეკონომიკის გაჩერებით, ვერც იმას ვუშველით, რომ ადამიანები გადავარჩინოთ და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაგვეღუპება - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

სტუმარი: კახა ხაზარაძე - “აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

Subscribe to our news

Get the main news of the day