"მეტრო "სადგურის მოედანზე" გვირაბში გავლა შეუძლებელია... დავიწყოთ პრობლემის მოგვარება"- ამის შესახებ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძე ამბობს, სადგურის მოედანზე, იქ სადაც მგზავრები მეორე ხაზზე გადადიან ე.წ საცობი ძირითადად პიკის საათებში იქმნება. შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა თბილისის მერმა ვიცე მერს ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, ვიქტორ წილოსანს დაავალა.