Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მშენებლობა განვადებით" - ვინ მონაწილეობს "მასშტაბურ" პროექტში?

BM.GE
06.10.22 11:31
184
საქართველოს მთავრობამ "მშენებლობა განვადებით" აპრილში როგორც მასშტაბური პროგრამა ისე დაანონსა, თუმცა მისი დაწყების ოფიციალურ თარიღად 28 ივლისი სახელდება, როდესაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ბოლნისის რაიონის სოფლების წყალმომარაგებისთვის ₾36.6-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. უკვე 29 ივლისს ასევე წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადდა მეორე, 35.7 მლნ ტენდერი ამჯერად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის წყალმომარაგების ახალ სისტემის გაყვანისთვის. 

სულ რამდენიმე დღის წინ კი ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან ამჯერად ლანჩხუთისა და ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოებზე გამოცხადდა სამშენებლო ტენდერი. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 78 მილიონი ლარი უნდა მოხმარდეს.

სატენდერო პირობების მიხედვით, მთავარი სხვაობაა გადახდის სისტემა, რომლითაც პროექტის დაფინანსება მოხდება. თუკი აქამდე სამშენებლო კონტრაქტებში გავრცელებული პრაქტიკა იყო ბიუჯეტის მიერ შესყიდვის პირველივე წელსვე მსხვილი ავანსის ჩარიცხვა, განვადებით მშენებლობის შემთხვევაში კი, პროექტი ავანსის გარეშე დაიწყება. 

სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერის პრეტედენტებმა უნდა წარადგინონ ქართული ან უცხოური ბანკის მიერ გაცემული საკრედიტო ხაზი, რომლის ღირებულებაც პროექტის ჯამური საფასურის არანაკლებ 10%-ია. სწორედ მოზიდული სესხით ან საკუთარი კაპიტალით უნდა დაიწყოს კომპანიამ პროექტის მშენებლობა. 

სახელმწიფო 3 წელიწადში 2.5,- 3 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავდა, პროგრამის განხორციელებით კი 20 000 ადამიანის დასაქმებას.

რამდენად აქტიურია ერთი მხრივ სახელმწიფო ტენდერებში გამოცხადების მიმართულებით და მეორე მხრივ რა იცის ბიზნესმა, რამდენად აქტიურად ერთვება ტენდერებში? 

სტუმარი: ანა საბახტარაშვილი - "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი;





Subscribe to our news

Get the main news of the day