"მზიური გარდენსი“ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ მახინჯაურში, რომელიც ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში და ბათუმიდან 6 კილომეტრში მდებარეობს. კომპლექსი აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, 5*-იან საერთაშორისო სასტუმროების ქსელ CROWNE PLAZA-სა და ბალნეოკურორტს.
უნდა აღინიშნოს, რომ "მზიური გარდენსი" -ის ზღვისპირა საცხოვრებელი კომპლექსი პირველი ბრიტანული ინვესტიციაა აჭარაში, რომელსაც საინვესტიციო და უძრავი ქონების სექტორში ლიდერი კომპანია MRMU International ახორციელებს.
თეონა გიორგაძე - "მზიური გარდენსის" კომერციული დირექტორი