Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ნოვა" – გეგმები და გამოწვევები

BM.GE
06.06.22 13:04
253
სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია ნოვა გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ მეექვსე ფილიალი მარნეულში გახსნა, უახლოეს 2 თვეში კი ქსელი ხაშურშიც იქნება წარმოდგენილი. ახალ ფილიალში 400-ზე მეტი დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი, ჯამური ინვესტიცია ნახევარ მილიონს ლარს, დასაქმებულების რიცხვი კი 30-ს აღწევს. 

გახსნასთან დაკავშირებით შოურუმში მოსულ მომხმარებელს ტრადიციულად უამრავი საჩუქარი, სურპრიზი და ფასდაკლება დახვდათ.

სამშენებლო მასალების იმპორტი, წარმოება და ექსპორტი - ნოვა არის კომპანია, რომელიც საქართველოს რეგიონებში ფართოვდება და სულ მალე კიდევ ერთი ქალაქის – ხაშურის დამატებასაც აპირებს საკუთარ პორტფელში. რამდენად განსხვავებულია კომპანიის მიდგომები თბილისსა და რეგიონებში, რა გამოწვევებს აწყდებიან საქმიანობისას და როგორ აპირებენ ბიზნესის განვითარებას?

სტუმარი: ედიშერ ხიმშიაშვილი - „ნოვა“-ს გენერალური დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day