Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ნოვას" 3 ახალი საწარმოო მიმართულება დაემატა

BM.GE
01.05.23 10:24
151
კომპანია ნოვას პორტფელს, კიდევ 3 ახალი საწარმოო მიმართულება დაემატა. XPS , ანუ ექსტრუდირებული პოლისტიროლი, ნოვას წებო-ცემენტები, ბეტეკის წებო-ცემენტები და შავი მეტალი. ახალი საწარმოო ხაზების შესაძენად და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა და დამატებით 80 ადამიანი დაასაქმა. ჯამურად, „ნოვა“ საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 

დღეისათვის "ნოვა" 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის საქმიანობა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებს მოიცავს და 2006 წელს დაწყებული ისტორია წლების განმავლობაში ყველა ეტაპზე ძალიან საინტერესო ზრდა განვითარებას აჩვენებს. 


მათ შორის 2020 წლიდან ნოვამ საცალო მიმართულების განვითარება დაიწყო და დღეისათვის მეგაცენტრებს საქართველოს 7 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორში, მარნეულში და ხაშურში ფლობს. გასული კვირის მიწურულს კი როგორც ნინი ლონგურაშვილმა გაგვიზიარა ამბები კიდევ 3 საწარმოო ხაზი დაამატა. რას ნიშნავს ეს ბიზნესისთვის?

სტუმარი: ედიშერ ხიმშიაშვილი - "ნოვას" გენერალური დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day