Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"პროფესიონალი": ალექსანდრე მესხის "ბონსაი"

BM.GE
25.10.21 03:57
402
ჩვენს რუბრიკაში, მოხვდა პროფესიონალი, რომელსაც ისეთი ხეების გაზრდა შეუძლია ქოთნის და ოთახის პირობებში, როგორიც თუთა, ნეკერჩხალი, ვაშლის ხე, ბზა, ნაძვი და კიდევ ბევრი ასეთი მცენარეა. სწორად მიხვდით - ბონსაიზე ვსაუბრობთ. ბონსაი, მინიატურული ხეების სპეციალური ტექნიკით გაზრდის იაპონური ხელოვნებაა. ბონსაი არ არის გენეტიკურად ჯუჯა მცენარე. ის არის ჩვეულებრივი ხე, რომელიც განსაკუთრებული მოვლის შედეგად, პატარა ზომის რჩება. ამას ცოდნა, ნებისყოფა და ხედვა სჭირდება. ასეთი ნიჭის პატრონია ალექსანდრე მესხი, რომელმაც ბონსაიზე მუშაობა 40 წლის წინ დაიწყო და დღეს პროფესიონალ ხელოვანად ჩამოყალიბდა. როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ხე პატარა ქოთანში ისე გაზარდო, რომ რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლის, ბუნებრივად ლამაზი იყოს და ნაყოფს ჩვეულებრივ ისხამდეს? ეს შეუძლია ალექსანდრე მესხს და მას ახლა ნინი ლონგურაშვილი, პროფესიონალის სიჯეტიდან გაგვაცნობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day