როგორია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, რომელიც წესით გზამკვლევი უნდა იყოს მინიმუმ ამერიკელი ბიზნესმენებისთვის.
საქართველო პატარა, მაგრამ ღია ბაზარია, რომელიც სარგებელს იღებს საერთორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და გადაზიდვებიდან – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაში. აქვე საუბარია, რომ ქვეყანა მოწყვლადია გლობალური და რეგიონული შოკების მიმართ. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ფოკუსირებულია დაბალ დეფიციტსა და ინფლაციაზე. მცურავ გაცვლით კურსზე გავლენა მოახდინა რეგიონულმა ფაქტორებმა და დოლარის გაძლიერებამ – წერს სახელმწიფო დეპარტამენტი. მთლიანობაში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო კარგია, თუმცა, მცირდება ნდობა სასამართლოს მიმართ - განიხილოს კომერციული დავები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად. ზოგიერთი დავა სასამართლოში წლობით გრძელდება. ამასთან, ზოგიერთი კომპანია ჩივის, რომ მუნიციპალურ დონეზე გადაწვეტილებები არაეფექტურად მიიღება. არსებობს ხარვეზები ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაში, პრობლემაა ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის არარსებობა, ისმის ბრალდებები კანონებისა და რეგულაციების შერჩევითი აღსრულების შესახებ. საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და, მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში კარგ პოზიციას იკავებს ბიზნესის კეთების კუთხით. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიობზე არსებობს გარკვეული სახის დაძაბულობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია, ანაკლიის პორტზეც და მითითებუილა, რომ პროექტში ამერიკული კომპანიაც მონაწილეობდა. თუმცა, სახელმწიფომ კონტრაქტი ჯგუფთან 2020 წელს შეწყვიტა. დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ინვესტორები ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ რეალურად მათმა ნაბიჯებმა შეუქმნა პროექტის განმახორციელებელ კომპანიას პრობლემები.