Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"რუსთავის აზოტსა" და GIZ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE
14.10.22 09:10
188
"რუსთავის აზოტსა“ და GIZ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, "რუსთავის აზოტი“ და გერმანიის მთავრობასთან არსებული, აზოტმჟავას წარმოების შედეგად კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი - GIZ ერთობლივ პროექტს განახორციელებენ. პროექტი, წარმოების პროცესში, აზოტის ქვეჟანგის გამონაბოლქვის წლის განმავლობაში 70%-ით შემცირებას ითვალისწინებს. პროექტის ჯამური ღირებულება 5,5 მილიონია ევროა, საიდანაც 2 მილიონი გერმანიის მთავრობის მიერ ფინანსდება. მისი განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, აღმასრულებელი კომპანია შეირჩევა საჯარო ტენდერის გამოცხადების გზით.

Subscribe to our news

Get the main news of the day