საჯარო სექტორი ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და საერთო დასაქმებულთა 35%-ს მოიცავს. სოციალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური თუ სხვა გარემო ფაქტორებით განპირობებული გამოწვევების პირობებში, საჯარო მმართველობის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალი, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანური რესურსების არსებობა და მათი ეფექტიანი მართვა. იმის დასადგენად, რამდენად იღებენ საჯარო სექტორში დასაქმებულები ხარისხიან და მიზნობრივ პროფესიულ განვითარებას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან არსებული ორგანიზაციაა და საჯარო სექტორის პროფესიული განვითარების მიმართულებით მუშაობს. ინსტიტუტის ფუნქციაა როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება და ამასთანავე ჩატარებული აუდიტებიდან გამომდინარე, საჯარო სექტორისთვის საჭირო და აუცილებელი ტრენინგების ორგანიზება.
სტუმრები: გელა წიკლაური - საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორი;
თინათინ სიყმაშვილი - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სერტიფიცირების და ტრენინგების სამსახურის უფროსი;