"შატო მუხრანი "2021 წლის "საუკეთესო ვენახების საერთაშორისო სიაშია
BM.GE
05.12.21 22:09
• 395
მომავლის პროფესიებთან ერთად საქართველოსთვის 8000 წლიანი ისტორიის ბიზნესის პროფესიონალი წარმომადგენლები არ გვაკლებენ საამაყო სიახლეებს. ამ ჯერზე ქართული ღვინო „მსოფლიოს საუკეთესო ვენახების“ ყოველწლიურ სიაშია. სიაში, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეობებს წარმოაჩენს წელს „შატო მუხრანიც“ არის და ის ერთადერთი შატოა რომელიც სიაში მოხვდა და მსოფლიოს ისეთი ცნობილი და აღიარებული ღვინის რეგიონების მეღვინეობები მოიტოვა უკან, როგორებიცაა ნაპას ველი, შამპანი, ბორდო და პიემონტი. რთულია ასეთ ამბავს გვერდი ისე აუარო მეტი დეტალის გარკვევა არ მოგინდეს და გადავწყვიტეთ Forbes კვირას მაყურებლებისათვის მოგვეყოლა შატოს წარმატებაზე, რომელიც მე-19 საუკუნის სასახლით, რესტორნით, ბაღებით და მდიდრული ვენახებით საქართველოს ისტორიას თანამედროვე ღვინის ტურიზმთან და სტუმართმოყვარეობასთან აერთიანებს და რომელმაც როგორც ჩანს საკონკურსო სიის 600 წევრიანი ჟიურის უმრავლესობა მოხიბლა.