"სოკარმა" კონკურენციის სააგენტოსთან სასამართლო დავა წააგო. როგორც სააგენტოში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, მოსამართლემ ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება კომპანიისთვის დაწესებული ჯარიმის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა გასული წლის ზაფხულში დაასრულა. სააგენტოს დასკვნით კომპანიებს ჯამში 55 მილიონის ჯარიმა დაეკისრათ.
"სოკარის" შემთხვევაში ჯარიმა ყველაზე სოლიდური იყო და ის 14 381 385 ლარს შეადგენდა. კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციებში.
ჯერ-ჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციებში.