Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"თელასის" 24.5%-იანი წილი 32.4 მლნ ლარად "ბესტ ენერჯი გრუპმა" შეიძინა - გია არაბიძე საქმის კურსში

BM.GE
09.09.20 18:40
636
"თელასის" 24.5%-იანი წილი 32.4 მილიონ ლარად გაიყიდა. სააქციო საზოგადოების წილი, საჯარო აუქციონზე "ბესტ ენერჯი გრუპმა" შეიძინა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ამ კომპანიამ მიიღო. შეგახსენებთ, რომ “თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”. საქართველო კომპანიის აქციების მინორიტარულ პაკეტს ფლობდა. რამდენიმე დღის წინ “თელასმა” 2019 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა გასულ წელს 453 მილიონი ლარი შეადგინა, მისი წმინდა მოგება კი 14 მილიონი ლარი იყო.

კომპანია  “ბესტ ენერჯი გრუპი”  ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მიერაა დაფუძნებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2018 წლის 2 აგვისტოს დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა, რომელიც "კავკასუს ონალინის" მეწილეა, ამასთანავე, მას ეკუთვნის კომპანია "თბილისი ენერჯის" საკონტროლო პაკეტიც.

სტუმარი: გია არაბიძე, ენერგეტიკოსი
 
 


Subscribe to our news

Get the main news of the day