"თელასმა დღემდე არ იცის, სად გადის მისი კომუნიკაციები" - საკრებულოს წევრი თელასის საქმიანობას აკრიტიკებს
BM.GE
13.05.22 18:34
• 333
თელასმა დღემდე არ იცის სად გადის მისი კომუნიკაციები, ამდენი წლის განმავლობაში კომპანიამ ეს ვერ გაარკვია" - საკრებულოში თელასის საქმიანობას აკრიტიკებენ და კომპანიისგან განმარტებებს ელოდებიან. საკრებულოს წევრის რევაზ სოხაძის თქმით, კომპანიასთან შეხვედრა ორშაბათს შედგება. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები როცა თელასის არაჯეროვნად შესრულებული და დროში გაჭიანურებული სამუშაოების გამო კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქში დადგენილ ვადებში ვერ ხორციელდება. რა სახის ხარვეზები იკვეთება კომპანიის საქმიანობისას ძირითადად და როგორია ენერგოომბუდსმენის პოზიცია?