Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"თუ ლარი განაგრძობს გაუფასურებას, მეპურეებს სახელმწიფოს დახმარება დასჭირდება" - მალხაზ დოლიძე ანალიტიკაში

BM.GE
06.11.20 18:18
612
6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გუშინდელი გაუფასურებით დაკარგული პოზიციები ნაწილობრივ აღიდგინა. დღეს დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 3 ლარი და 87 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3 ლარი 36 თეთრი გახდა. ევროსთან მიმართებით კურსის ცვლილებამ 2 თეთრზე ოდნავ მეტი შეადგინა, შედეგად ერთი ევროს საფასური 3 ლარი და 99 თეთრი გახდა.

გუშინ განსხვავებული სურათი გვქონდა. ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. შედეგად დოლარის ღირებულება 3 ლარი და 40 თეთრი, ევროს ღირებულება კი დაახლოებით 4 ლარი გახდა.

6 ნოემბრის გაცვლითი კურსით ერთი დოლარი დაახლოებით 13 თეთრით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე 2 ნოემბერს ანუ ორშაბათს ღირდა.

ეს არის მშრალი რიცხვები - თუმცა, ამ რიცხვების უკან დგას გაძვირებული წამლები, პურის შესაძლო გაძვირებაზე გახშირებული საუბრები, გაძვირებული საწვავი, თან ეს მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ფასი ქვევით ჩამოდის, გაძვირებული სესხები დოლარში და ევროში. ამის ფონზე კი გვესმის, რომ წერტილოვანი შეზღუდვები ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება - რაც სრულ ლოქდაუნს - არა, მაგრამ შეზღუდვების გამკაცრებას, გახშირებას და რაოდენობის ზრდას გულისხმობს.

ლარის გაუფასურების შემთხვევაში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასის შენარჩუნების მიზნით, გამოსავალი უნდა მოიძებნოს ან სუბსიდირების სახით ან სხვა კუთხით - ეს არის პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის პოზიცია. მისი თქმით, დღეს მეპურეები პურზე ფასის შენარჩუნებას ჯერ-ჯერობით ახერხებენ, რადგან ტომარა ფქვილის ფასი ჯერ კიდევ ძველი - 53-54 ლარის ნიშნულზეა და ქარხნული პურის ღირებულებაც ნარჩუნდება.

რამდენ ხანს შეძლებენ მწარმოებლები პურზე ფასის შენარჩუნებას?

სტუმარი: მალხაზ დოლიძე - პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე





Subscribe to our news

Get the main news of the day