Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"წინასაარჩევნოდ, ბანერებზე, როგორ წესი, მამაკაცები ხვდებიან" - ნინო ბურძენიძე ქალების ნარატივში

BM.GE
17.03.21 11:34
625

"გენდერული უთანასწორობა მოცემულობა და შემაწუხებელი ფაქტორია" -  თბილისის მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირინინო ბურძენიძე „ქალების ნარატივში“

 

-რა მდგომარეობაა გენდერულ საკითხებზე ინიციატივების თვალსაზრისით?

-ინიციატივები და სატელევიზიო ეთერები ნაკლებად ეთმობა მსგავს თემებს, მაგრამ არ მგონია იმაზე ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე იმ საკითხებს, რომელთაც მედიაში თუ სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვხედავთ. ზოგადად, ამას იმ დროს ეთმობა ხოლმე ყურადღება, როცა რამე ძალიან რადიკალურად ცუდი ან კარგი ხდება. პანდემიამ გადაიყვანა პოლიტიკა თავისი მიმართულებიდან, თუმცა, ვერ ვიტყვი რომ თვითმმართველობის მხრიდან ამ თემის მიმართ ყურადღება მოდუნდა. აქ უფრო სწორი იქნება დავსვათ კითხვა, თუ რამდენად ჟღერდება ეს დახმარებები. მნიშვნელოვანია ამ საკითხის ჩვენება, პრობლემის საზოგადოებამდე უფრო ახლოს მიტანა.

 

-საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ქალების 63% და მამაკაცების 54% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ჯერაც არ არის მიღწეული გენდერული თანასწორობა; თქვენი აზრით, რა დრო გვჭირდება თანასწორობამდე მისასვლელად ?

-სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. საგულისხმოა, სიტუაციის გამოსწორების თვალსაზრისით,  რომელ წლებში რა წარმატება იქნა მიღწეული. გენდერული უთანასწორობა არის მოცემულობა და შემაწუხებელი ფაქტორი. გენდერული თანასწორობა არ უკავშირდება მხოლოდ სქესის როლის განსაზღვრას, ეს არის  სოციალური ფაქტორი. თანასწორობა ვლინდება, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში. ვხედავთ, რომ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკა არის მოწოდების სიმაღლეზე. 

 

-გამოსავალს სად ხედავთ?

-მოსახლეობის სწორად ინფორმაციას, საკითხების პოზიტიურად მიტანას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, ეს არის ის თემა, სადაც სოლიდარული უნდა იყოს ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი და ეს ნაკლები აგრესიით უნდა განიხილებოდეს. უნდა ჩანდეს ის სოციალური ეფექტები, რაც თანასწორობას მოსდევს. 

 

-საკუთარ თავზე თუ გამოგიცდიათ დისკრიმინაცია?

-ბავშვობიდან მიყვარს ადამიანის უფლებების დაცვა. მეც, როგორც ყველა ქალს, მქონია ბევრი წინააღმდეგობა. 99%-ში გამიმარჯვია; დისკრიმინაცია არაა გამართლებადი.  მე ყოველთვის ვარ როგორც ქალების, ისე კაცების მხარეს. ვერ გავამართლებ ქალს, თუ ის არაა გასამართლებელი, მხოლოდ იმიტომ რომ ქალია. 

 

-არსებობს მოსაზრება, რომ პროფესიული თვალსაზრით ქალი კაცს ერთნაირი კვალიფიკაციის შემთხვევაშიც კი ვერ გაუტოლდება; რატომ არ დაიმსხვრა დღემდე ეს სტერეოტიპი?

-სტერეოტიპების დამსხვრევა რთულია, ისინი მკვიდრდება, მყარდება, ცხოვრების წესად იქცევა. მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიები. ამის მაგალითია სასწრაფოსთვის გზის დათმობის წესის გამომუშავება. ასევე აღვნიშნავ, რომ წინასაარჩევნოდ, ბანერებზე, როგორ მამაკაცები ხვდებიან, თუნდაც მმართველი პარტიიდან.

 

-ექსპერტთა ასოციაციის დამფუძნებელიც ხართ. რამდენადაც ვიცი, ის ბავშვთა უფლებებზე და გენდერულ თანასწორობაზე სახელმწიფოს დაეხმარება სიტუაციის გამოსწორებისათვის... 

-ექსპერტთა ასოციაცია ჯერ ძალიან ახალია, კონკრეტული საქმიანობა ჯერ არ აქვს განხორციელებული, თუმცა ის იქნება სახელმწიფო პოლიტიკის ყველაზე დიდი ხელშემწყობი ორგანიზაცია, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული და საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმუშავებს.  

 

-რა პრობლემები გვხვდება ამ კუთხით?

-სკოლამდელი განათლება არის ის საწყისი, საიდანაც სწორი აღზრდა უმნიშვნელოვანესია. საქმე გვაქვს კომპლექსურ პრობლემებთან, რომლებიც დამკვიდრდა და არსებობდა ამ სისტემაში. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს პრობლემები ახალია. ვებრძვით მავნე პრაქტიკებს. სკოლამდელი განათლება არის სწორედ ის კომლექსური სფერო, სადაც არამხოლოდ განათლების, არამედ ჯანდაცვის, კვების, ფსიქოლოგიის, გარემოს კეთილმოწყობის მიმართულებით გვიწევს ბავშვებზე ზრუნვა.

 

-განტვირთვას როდის ახერხებთ?

-არ ვიცი, მაგრამ ვახერხებ, წიგნის კითხვისას, ბავშვებთან ურთიერთობისას ასევე როცა მარტო ვრჩები; მიყვარს სეირნობა, პანდემიის ფონზე კერძების მზადებაც დავიწყე, რაც ჩემთვის გამოწვევაა და ვხუმრობ, რომ მერიის კულინარიის შემსწავლელ კურსებში უნდა ჩავერთო.





სტუმარები: ნინო ბურძენიძე - თბილისის მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებზე
 
 
 
 
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day