Home
Category
TV Live Menu

ქურთისტანის საინვესტიციო ფონდი საქართველოში ნავთობაგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს

56e2c31a7d92c
BM.GE
11.03.16 17:05
1152
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ქურთისტანის საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი, კომპანია "აზექსიმ ოილ პეტროლის"-სა და "რეგან გრუპი"-ის პრეზიდენტი აჟდარ ასკერი მიიღო.
 
ერაყის რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ქურთისტანის ავტონომიური რესპუბლიკის კერძო საინვესტიციო ფონდი საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირებით ინტერესდება და საქართველოს საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს. ქურთისტანის საინვესტიციო ფონდი საქართველოში ნავთობაგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს და ენერგეტიკული სექტორის გარდა ინვესტიციების დაბანდებას ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორშიც აპირებს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ქურთისტანის საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელს აჟდარ ასკერს საპარტნიორო ფონდის მანდატი და ფუნქციები გააცნო. გაცნობით შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day