Home
Category
TV Live Menu

ქურთუკების მწარმოებელმა პირველმა ქართულმა კომპანია "ატამ" სპეცტანსაცმლის წარმოება დაიწყო

58e604d1a7070
სალომე მეცხვარიშვილი
07.04.17 10:00
1116
ქურთუკების მწარმოებელმა პირველმა ქართულმა კომპანია "ატამ" სპეცტანსაცმლის წარმოება დაიწყო. როგრც "საქმის კურსს" კომპანიის ხელმძღვანელმა ნანა გოგოძემ განუცხადა, მუშაობენ ნებისმიერი სპეცტანსაცმლის წარმოებაზე, საუბარია, როგორც სასტუმროსა და რესტორნების თანამშრომლებზე, ასევე სხვა ნებისმიერი ტიპის კომპანიის დაკვეთაზე.

"ვაკეთებთ რამდენიმე სერიოზული კომპანიისთვის სპეცტანსაცმელს ასევე ვკერავთ თეთრეულს სასტუმროებისთვის. ამ ეტაპისთვის მაგალითად "სითი პარკისთვის" ვკერავთ ჟილეტებს",- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

საწარმო, რომელშიც 10 ადამიანია დასაქმებული, გლდანში მდებარეობს. გარდა სპეცტანსაცმლისა "ატაში" სათხილამურო ტანსაცმელი იკერება.
კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გაფართოების გეგმები აქვთ და ამისთვის "აწარმოე საქართველოში" მიიღეს მონაწილეობა, თუმცა, ბანკისგან დაფინანსება ვერ მოიპოვეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day