Home
Category
TV Live Menu

ქუთაისი განახლებული ნიკეას ქუჩით ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს დაუკავშირდება

5910627cc6961
BM.GE
08.05.17 16:19
716
ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის შემაერთებელი გზის მშენებლობის, 4 კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. პროექტის ფარგლებში 650 ადამიანია დასაქმებული.

სამუშაოების მიმდინარეობას და შესრულების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე გაეცნო.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 17 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. ახალი, კომფორტული და უსაფრთხო ევროსტანდარტების გზა მთავარი დამაკავშირებელი კვანძი გახდება ქუთაისთან.

Subscribe to our news

Get the main news of the day