Home
Category
TV Live Menu

"ქუთაისის აეროპორტიდან სვანეთში ასვლა 2 საათში იქნება შესაძლებელი"

5814dbd14656d
BM.GE
29.10.16 21:25
965
"4 წლის თავზე ჩვენ გვექნება დასრულებული ქვეყნის ძირითადი მაგისტრალები", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტს რკინიგზა დაუკავშირდება.

"ქუთაისი დაკავშირებული იქნება სვანეთთან ძალიან სწრაფი გზით, ქუთაისის აეროპორტიდან 2 საათში იქნება სვანეთში ასვლა შესაძლებელი. ქუთაისსა და აბასთუმანს დააკავშირებს ასეთივე ავტობანი.

თბილისიდან მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი გზები გაკეთდება. ეს ყველაფერი რაც მე ჩამოვთვალე 4 წლის განმავლობაში უნდა იყოს დასრულებული. შესაძლოა არარეალისტურად მოგეჩვენოთ, თუმცა ამ გეგმას მომავალი წლის დასაწყისში წარმოგიდგენთ დღეების გაწერით. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როდის რას იწყებს და ასრულებს მთავრობა", - განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day