Home
Category
TV Live Menu

ქუთაისის აეროპორტში უამინდობის გამო რეისები გადაიდო

568a59a6cdb7d
BM.GE
04.01.16 15:36
1276
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ღამით დაგეგმილი რეისები არ შესრულდა. ფრენების გადადების გადაწყვეტილება ავიაკომპანია „ვიზეარისა“ და „არკიას“ ადმინისტრაციამ უამინდობის გამო მიიღო. ფრენები თბილისის დროით 21:00, 06:15 და 11:45 საათებში უნდა შესრულებულიყო.
 
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, არახელსაყრელი მეტეოლოგიური პირობების გამო ავიაკომპანია „ვიზეარმა“ მიიღო გადაწყვეტილება გადაედო ვარშავის რეისი 5 იანვარს, 04:15 საათზე, ხოლო ქუთაისი- ვილნიუსის რეისი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში შესრულდა.

ვარშავის რეისით მიმავალი მგზავრები გადაყვანილ იქნენ სასტუმროში და ასევე უზრუნველყოფილ იქნენ კვებით და ტრანსპორტირებით სასტუმრომდე.

ამ ეტაპზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რეისების მიღება ისევ ფერხდება უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო.

Subscribe to our news

Get the main news of the day