Home
Category
TV Live Menu

ქუთაისის მერიაში რამდენიმე უწყება გაუქმდა

5a4e27f4cce07
BM.GE
04.01.18 17:10
889
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. კერძოდ, მერიაში კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური გაუქმდა. ხოლო ეს ფუნქციები შესაბამის -“ააიპებს" გადაეცათ.

რეორგანიზაციის ფარგლებში ასევე, ორად გაიყო არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური. ქუთაისის მერის თქმით, არ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი მშენებლობაზე ნებართვას გასცემდეს და თვითონვე ახდენდეს მის ზედამხედველობას. რეორგანიზაციის ფარგლებში ქუთაისის მერიაში კვლავ ცხრა სამსახური იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day