ქუთაისში პრივატიზაცია აქტიურდება - უკვე მომზადებულია 25-მდე სახელმწიფო ობიექტი, რომელიც უნდა გაიყიდოს. ქუთაისში და მის მიმდებარედ განთავსებული უძრავი ქონების ღირებულება 60 მილიონ ლარს აჭარბებს. აღნიშნული ობიექტები კვლევის ფარგლებში გამოავლინეს, რომელმაც ქუთაისის საინვესტიციო შესაძლებლობები შეისწავლა. პროექტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელშეწყობით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით შეიმუშვდა. საპრივატიზაციო ქონებების ნუსხაში ვერ მოხვდა ქუთაისში პარლამენტის შენობა, სამაგიეროდ დაგეგმილია ქუთაისის საკონსერვო ქარხნის რეალიზაცია, კონკრტული პირობებით.
სტუმრები: სოფო ჭელიძე - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გაყიდვების სამსახურის უფროსი;
გიორგი ახალაია - usaid-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის კერძო სექტორის განვითარების კომპონენტის ხელმძღვანელი;
თეკლა იაშაღაშვილი - კომპანია Cushman & Wakefield-ის საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.