ქუთაისის ტორპედო ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდება. როგორც ქუთაისის მერიაში ბიზნესკონტრაქტს განუცხადეს საწყისი ფასი დაახლოებით 700 000 ლარი იქნება და ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა.
„ტორპედო“ აუქციონზე გასაყიდად უახლოეს პერიოდში დაიდება, აუქციონის პირობები ჯერჯერობით უცნობია.