Home
Category
TV Live Menu

ქუთაისში საქართველოში ყველაზე დიდი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2017 წელს გაიხსნება

58369e3464b81
BM.GE
24.11.16 12:40
1231
ქუთაისში საქართველოში ყველაზე დიდი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება. ქუთაისის მერის მოადგილის პაატა კლდიაშვილის ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრი ქუთაისში მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება.

მისივე განცხადებით, საინფორმაციო ცენტრი მრავალფუნქციური იქნება - ვიზიტორებს გარდა ტურისტული ინფორმაციისა, სხვადასხვა საბანკო ოპერაციის შესრულების შესაძლებლობა ექნებათ, როგორიცაა გადარიცხვები, თანხის გადახურდავება და ა.შ.

საინფორმაციო ცენტრი გამორჩეული იქნება იმითაც, რომ აქ მცირე მუზეუმიც განთავსდება, რომელიც ვიზიტორებს არგონავტების მითის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

პაატა კლდიაშვილის ცნობით, საინფორმაციო ცენტრი ქუთასის ცენტრში აშენდება. შენობა სახელმწიფომ მილიონ-ნახევარ ლარად შეიძინა და ამჟამად იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day