Home
Category
TV Live Menu

ქუთაისში "ხალიკ ბანკი საქართველოს" რეგიონალური ფილიალი გაიხსნა

5814548e1d815
BM.GE
29.10.16 11:47
1241
"ხალიკ ბანკი საქართველო"-მ, რომელიც "ყაზახეთის სახალხო ბანკის" შვილობილი ორგანიზაციაა, ქუთაისში იმერეთის მასშტაბით პირველი ფილიალი გახსნა.

ბანკის გახსნას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, თავმჯდომარის მოადგილეები ბექა ყანჩელი და ნიკოლოზ ლატარია, ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი დიმიტრი მხეიძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

"ხალიკ ბანკი საქართველო" საქართველოს საბანკო ბაზარძე საქმიანობას 2008 წლიდან შეუდგა, დღესდღეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 7 ფილიალი აქვს.
ქუთაისში ბანკი ჭავჭავაძის გამზ. N63 - ში მდებარეობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day