Home
Category
TV Live Menu

ქვეყნები, რომლებიც საკვებზე ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ

5895b0e95e36c
მარიამ ადამია
04.02.17 15:00
1130
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა მაღალშემოსავლიან ერად ითვლება, სტატისტიკის თანახმად, ჩანს, რომ ისინი გაცილებით უფრო ნაკლებ ფულს ხარჯავენ საკვებზე, ვიდრე სხვა ქვეყნები. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშზე დაყრდნობით, საშუალო ამერიკელის შემოსავლის დაახლოებით 6,4 პროცენტი მოდის საკვებზე გაწეულ დანახარჯებზე. თუმცა მსოფლიოში კიდევ რვა ასეთი ქვეყანაა, სადაც შემოსავლების ათ პროცენტზე ნაკლები იხარჯება საკვებზე. მათ შორის ოთხი ევროპულია. ესენია: დიდი ბრიტანეთი, რომელიც მესამე პოზიციაზეა-8,2%-ით, მას მოსდევს შვეიცარია-8,7%-ით, ირლანდია-9,6 და ავსტრია-9,9%-იანი მაჩვენებლით. რაც შეეხება, დანარჩენ ქვეყნებს, რეიტინგში მეორე ადგილზეა სინგაპური. მეხუთეზე მოხვდა კანადა, მეშვიდეზე კი ავსტრალია.

შემოსავლის თითქმის ნახევარს ხარჯავს ნიგერიის მოსახლეობა საკვებზე. თუმცა მსოფლიოში სულ 9 ასეთი ქვეყანაა, სადაც კვებაზე 40%-ზე მეტს ხარჯავენ, მათი უმრავლესობა კი, აფრიკულია. ესენია: ნიგერია-56.4%-ით, კენია-46.7, კამერონი-45.6 და ალჟრი-42.5%-ის მაჩვენებლით. სიაში ასევე გვხვდება ყაზახეთი, ფილიპინები, პაკისტანი და აზერბაიჯანი. რაც შეეხება სამხრეთ ამერიკას, გვატემალა არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საჭმელზე შედარებით მეტს- 40.6%-ს ხარჯავს.

თუმცა, თუკი პროდუქციის ღირებულებას შევადარებთ ერთმანეთს, ჩანს, რომ ამერიკელები საშუალოდ 2 392 დოლარს ხარჯავენ, ნიგერიაში კი, ყოველწლიურად 1 132 დოლარი, კენიაში კი საერთოდ 543 დოლარი იხარჯება. ანუ გამოდის, რომ თუკი უშუალოდ ღირებულებებს შევადარებთ, პირიქით საპირისპირო სურათს ვიღებთ.

ეს კი ნათელი მაგალითია ქვეყნებს შორის უთანასწორობის. ცხადია ამერიკელები გაცილებით მეტს ხარჯავენ, თუმცა მაღალი შემოსავლების გამო, პროცენტული მაჩვენებლები იკლებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day